Menu内容かInhalt
Home矢 民間伝承のセミナー                        English Japanese

FDSとの分け前

助けは次のセミナーについての細部の提供によってこれにより有用な資源をする。

Events Calendar

January 2008 February 2008
Mo Tu We Th Fr Sa Su
Week 1 1 2 3 4 5 6
Week 2 7 8 9 10 11 12 13
Week 3 14 15 16 17 18 19 20
Week 4 21 22 23 24 25 26 27
Week 5 28 29 30 31
民俗グループ(アンサンブル)
Folk-Groups.jpg

これは名前のブルガリアからの民間伝承のグループ(フォークダンスのグループ、オーケストラおよび民俗聖歌隊)のアルファベット順にリストである。

あなたのグループを加えることを望んだら私達にグループの名前を、住所および記述および連絡先情報送りなさい。 場所へ民間伝承のグループを加えることは無料である。 私達にあなたの国がリストにないかどうか知らせなさい。

自由のための民間伝承のグループを加えなさい            ブルガリアの民俗グループ




ქალაქ ბათუმის მერიის ქორეოგრაფიული ანსანბლი "ბათუმი" PDF Print E-mail
User Rating: / 0
PoorBest 
April 2007

Batumi Choreographic Ensemble
Batumi, Georgia

ქალაქ ბათუმის მერიის ქორეოგრაფიული ანსანბლი "ბათუმი" შიქმნა 1990 წელს. მისი დამაარსებელია დიდი ქართველი ქორეოგრაფი, მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს სახალხო არტისტი, ენცერ ხაბაძე, რომელიც სამწუხაროდ დღეს აღარ იმყოფება ჩვენს შორის და რომლის სახელსაც ატარებს ანსანბლი.

უკვე ორი წლის შემდეგ 1992 წელს შედგა ანსანბვლის პირველი კინცერტი, რომელსაც იმთავითვე უზარმაზარი წეარმატება მოუტანა მას.

ქორეოგრაფიული ანსანბლი "ბათუმი" თავის შემოქმედებაში საქართველოს სხვადასხვა კუთხის, მათ შორის აჭარის ულამაზეს ქორეოგრაფიას წარმოჩენას, როგორც საქართველოში ჩატარებულ კონცერტებზე, ასევე უამრავი საზღვარგარეთული გასტროლების დროს. უნდა აღინიშნოს რომ ანსანბლ "ბათუმის" რეპერტუარში გარდა ქართუისა შესულია მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა ცეკვებიც.

თავისი არსებობის მანძილზე ანსანბლი რამოდენიმე პრესტიჟული საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი გახდა. გასტროლებიტ იმყოფებოდნენ ისეტ ქვეყნებში როგორებიცაა: თურქეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, იოგოსლავია, შვედეთი, დანია, ისრაელი, რუსეთი და არაბულ ქვეყნებში. კონცერტებისათვის ეს ქვეყნები ანსანბლს თავის საუკეთესო საკონცერტო დარბაზებს უთმობდნენ. ეს გასტროლები ფართოდ შუქდება პრესიტა და ტელევიზიით, რისი დამადასტურებელი უამრავი ვიდეო მასალა არსებობს.

ანსამბლ "ბათუმის" ყოველი წევრი უდიდესი პროფესიონალიზმით და ხელოვნებისადმი სიყვარულით გამოირჩევა. ისინი ღირსეულად წარმოაჩენენ ქართული ქორეოგრაფიის სახელს და დაჯილდოებულნი არიან ქვეყნის სხვადასხვა ჯილდოებით.

დღეს ანსამბლ "ბათუმს" ხელმძღვანელობს ენვერ ხაბაძის აღზრდილი და მისი საქმის ღირსეული გამგრძელებელი, აჭარის დამსახურებული არტისტი, ღირსეული ორდენის კავალერი თეიმურაზ ბოლქვაძე.

ანოტაცია
1. ხორუმი
საბრძოლო შინაარსისა და მიმართულების საფერხულო წყობის უძველესი ქართული ცეკვაა. ამ ცეკვის ძირითადი აზრი და ჩანაფიქრი მტერთან შებრძოლება და გამარჯვებაა.
2. განდაგანა
სატრფიალო-სახასიათო ცეკვა, რომელსაც საფუძვლად უდევს ქალსა და ვაჟს შორის გაშაირება, ტრფიალი, ცეკვა სრულდება როგორც წყვილის ასევე მოცეკვავეთა ჯგუფის მიერაც.
3. ლაზური
ლაზ მეთევზეთა შრომის ცეკვაა და ასახავს თევზაობის პროცეს.
4. ოსური ცეკვა "მოპატიჟება"
ეს ცეკვაა მამაკაცის მოკრძალება ქალისადმი. ცეკვა სრულდება როგორც დუეტად, ისე მასიურად.
5. სადარბაზო ქართულით
ძველ დროში სრულდებოდა დიდებულთა დარბაზებში. ცეკვავდნენ რჩეული ქალ-ვაჟები. ამათგან კი გამორჩეული ქალი და მამაკაცი ცეკვავდა "ქართულს". ცეკვა "ქართული" არის მთლიანი პოემა ტრფობისა, რომელშიც აისახება მაღალი ზნეობა, რაინდული სულის ტემპერამენტი, თავდაჭერილობა.
6. ფარიკაობა
ეს ცეკვა ორ მოწინააღმდეგე ჯგუფის შორის წმინდა შებრძოლების ხასიათს ატარებს, სადაც ჩასნს ხევსური მამაკაცის რაინდული ბუნება, გმირობა და ვაჟკაცობა, ქალისადმი ღრმა პატივისცემა.
7. ნარნარი
ცეკვავენ ქალები, სადაც ჩანს მათი სილამაზე, სინატიფე, გრაციოზულობა.
8. მთიელ ქალ-ვაჟთა ცეკვა "მთიულური"
სრულდება ქალისა და ვაჟის შესრულებით. უმთავრესად სატრფიალო, სამიჯნურო შინაარსი უდევს საფუძვლად, ხოლო რაც შეეხება ვაჟთა მიერ შესრულებას, იგი ამ შემთხვევაში შეჯიბრების ხასიათს ატარებს.
9. სვანური ცერული
საქართველოს ერთ-ერთი კუთხის სვანეთის მცხოვრებთა უძველესი ცეკვაა, რომელსაც ასრულებენ მამაკაცები და ერთმანეთს ეჯიბრებიან ამა თუ იმ ილეთის ცერით ლამაზ შესრულებაში.
10. ქალთა ხევსურული
ასრულებენ მხოლოდ ქალები, რომელთა ქმრები არიან მთაში ცხვრის სამწყემსად და მათზე მონატრებულები ცეკვავენ მამაკაცურად შეძლებისდაგვარად.
11. სამაია
ეს რომანტიკული ცეკვა სრულდება სამი ქალის შესრულებით და ხატობის რიტუალის დღესასწაულებში.
12. სამთა "მოხევური"
ამ ცეკვაში სამი მოხევი ვაჟის გაჯიბრებაა გადმოცემული.
13.ჯეირანი
ქალაქური ფოლკლორის წიაღში აღმოცენდა ცეკვა "ჯეირანი", ეს არის შეიძლება ითქვას ქორეოგრაფიული ზღაპარი, რომელიც შეიქმნა აღმოსავლურ მოტივებზე და ჯეირანზე ნადირობის ამაღლებულ სურათს გვიხატავს. ეს არის თავგანწირული ჯეირანის ტრაგიკული როკვა სიკვდილის წინ.
14. ხანჯლური
ცეკვა "ხანჯლურს" მთიელი მწყემსების ცეკვასაც უწოდებენ, ქართული ხასიათისთვის დამახასიათებელია აზარტულობა, სწრაფვა პირველობისათვის, რაც ძალიან ბევრს ცეკვას უდევს საფუძვლად. შეჯიბრი ურთულესი ილეთების შესრულებაში, სისწრაფეში, იარაღის ოსტატურ ხმარებაში, ამ ცეკვის შემთხვევაში მწყემსები ერთმანეთს ეჯიბრებიამ ხანჯლის ჩასობაში.
15 ძველი თბილისი სურათები. საქართველოს დედაქალაქი თბილისი თავისი პოლიეთნუკურობით, სპეციფიკური ცხოვრების წესითა და რითმით ყოველთვის წაროადგენდა განსაკუთრებულ ფენომენს საქართველოში, ქალაქის დღესასწაულები, აღმსარებლობის განურჩევლად, მოიცავდა თეატრალიზებულ სანახაობებს. ქალაქური ცეკვები თავისი ორიგინალური პლასტიკით და ჟესტიკულაციით, საცეკვაო ილეთების ერთგვარი ეკლექტურობით და იმპროვიზაციულობით მკვეთრ კონტრასტს ქმნიან ტრადიციულ ქართულ ქორეოგრაფიასთან. ამ ცეკვაში იმდროინდელი ვაჭრებისა და მათზე მაღალი ფენის ურთიერთობებია ასახული ეს ცეკვა საქართველოში IXX საუკუნის II ნახევრიდან წარმოიშვა.
E-mail: This email address is being protected from spam bots, you need Javascript enabled to view it  
Web: www.dance-batumi.narod.ru


See all Folk Group from Georgia

April 2007
 

Bulgarian folk dance shoes - tsarvuli (opintsi)